
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი ახალი სახეები შეურთდნენ, მათ შორის არიან მომღერლები: ლელა წურწუმია, თამრიკო ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, ლექს-სენი, პაატა ბურჭულაძე, გიორგი უშიკიშვილი; მუსიკოსი პაპუნა შარიქაძე, მსახიობები: ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ნინო კასრაძე, დავით კვირცხალია და სხვები.
„ძალიან კონკრეტული ვიქნები, მე მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მივმართო, გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას“, - აღნიშნა „მთავართან“ საუბარში ლელა წურწუმიამ.
ამასთან, განცხადება გააკეთა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემაც.
„გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა, ის ისეთივეა ზუსტად თქვენთვის, გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ, თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ დღეს მაგ თანამდებობაზე“, - აცხადებს ბურჭულაძე.
0
0