
ჰოლივუდის 49 წლის სუპერვარსკვლავის, ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებულმა საჯაროდ გააზიარა დეტალები თავიანთი პირადი ცხოვრების შესახებ.
"ის დამპირდა, რომ სამუდამოდ გამაბედნიერებდა და მე ვენდობი მას, რადგან ჩვენ ერთმანეთთან ნამდვილი სიყვარული გვაკავშირებს“, - თქვა დიკაპრიოს პარტნიორმა ბოლო ინტერვიუში.
დიკაპრიოს ახალმა შეყვარებულმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, აღნიშნა, რომ მსახიობმა მას, ერთგულებისა და სიყვარულის ნიშნად, იახტა უყიდა.
როგორც USA TODAY წერს, დიკაპრიო წინა შეყვარებულს მაშინ დაშორდა, როდესაც ის 25 წლის გახდა. ინტერნეტში, დიკაპრიოს რეპუტაციის შესახებ დისკუსიები და ხუმრობები არ წყდება - „ის ახალგაზრდა ქალებს ხვდება და წყვეტს ურთიერთობებს, როდესაც მათი ასაკი 30-იანებს უახლოვდება“.
საზოგადოება ამ ტენდენციას ცნობისმოყვარეობითა და ზოგჯერ კრიტიკით აკვირდება, თუმცა დიკაპრიო უაღრესად გავლენიან ფიგურად რჩება, როგორც ჰოლივუდში, ასევე გარემოსდაცვით სფეროში.
0
0