
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 50 500 მ³ მოცულობის დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე წლის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარკოფაგში განთავსდა ცანა 3-ზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენები, მოეწყო სარკოფაგის ქვაბული, პროექტით გათვალისწინებული ყველა საჭირო ფენით (გეოტექსტილი, ქვიშა, გეომემბრანა) და სადრენაჟო/სავენტილაციო სისტემით, ამასთან, საცავის გარშემო მოეწყო დამცავი ბერმა (მცირე მოედანი, ვიწრო ზოლი ფერდობის ძირში ან ზედა ნაწილში).
„სამუშაოების ბოლო ეტაპზე სარკოფაგი გადაიხურა დამცავი ფენებით. 2025 წლის დასკვნით სამუშაოებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ადგილზე გაეცნენ. 2026 წელს დაგეგმილია ცანა 1-სა და ცანა 2-ის ტერიტორიებზე არსებული დაბინძურებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებით სარკოფაგის სრულად შევსება, რის შემდეგაც, სარკოფაგი სრულად გადაიხურება პროექტით გათვალისწინებული დამცავი ფენებით. ბოლო ეტაპზე, დაბინძურებული ნარჩენებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების სრული რეკულტივაცია მოხდება. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულიად გაიწმინდება დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან“, – აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0
Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა
18/11/2025