10/05/2022
09:26
ომი უკრაინაში
"ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაშიც, როგორც 77 წლის წინ". - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი.
0
0