26/05/2023
15:46
პოლიტიკა
"ლელოს" ლიდერები და მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველისკენ მიდიან. მათ თან გაშლილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო.
"დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება ერთ რამეს, ჩვენი მოქალაქეების, უმრავლესობის, 80%-ზე მეტის სურვილის გამოხატვას, რომ ამ სამშობლოს არასდროს არ დავუთმობთ რუსეთის იმპერიას, რომ ამ სამშობლოს და ჩვენ შვილებს არ გავწირავთ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ე.წ. მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. ამ მთავრობას არ მივცემთ უფლებას, რომ ასეთი ნაბიჯებით ჩვენი წინაპრების ბრძოლა, შრომა, სისხლი, ერთი ხელის მოსმით გადაშალონ და ზურგი შეაქციონ იმ პერსპექტივას, რომელიც კარებზე გვაქვს მომდგარი. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა 100 წლის წინ და ამ შანსის გაშვება იქნება ღალატი ამ ქვეყნის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
0
0