
დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალები განიხილეს, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელის მერს სტუმრებმა საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება გააცნეს.
ფილიპ კლოზიმ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ დღეს შევხვდით თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს. მინდა, მას გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის საერთო ევროპული ღირებულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის“, – განაცხადა ბრიუსელის მერმა.
0
2
ტრამპი: პუტინმა გამიცრუა იმედები
18/09/2025