
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას დროს არც ექს პრეზიდენტი ახსოვდა ვინმეს და არც არავინ.
„არც მელიასთვის მითქვამს „ვივამედში“ შევარდი და გამოვარდითქო და არც ხაბეიშვილისთვის, მაგრამ მოქმედება და ბრძოლა სხვა არის. 7-ში და 8-ში რაც მე ვნახე, მაგალითად, რასაც გაუძლო ახალმა არჩეულმა ადმინისტრაციამ, მე გავოცდი.
ყველაფერს აკეთებდა ძველი თავმჯდომარე, რომ დავიწყებოდა ყველაფერი, არავის არ ახსოვდა არც ყოფილი პრეზიდენტი და არც არავინ. მხოლოდ აკეთებდნენ იმას, ჯიბრით, ჩავარდნილიყო - გაოგნებული ვუყურებდი. ეს ძალიან არ მომეწონა.
როდესაც ჩატარდა არჩევნები, მე რამდენჯერმე მითხრეს რატომ ერევიო - მე არავისთან არ ვერევი. 2018 წელს რატომაც ჩავერიე, რომ დასავლური, მსხვილი ვექტორის პარტია როგორმე არ დაიძიროს, როდესაც ვართ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ომში, მე ამიტომ ვგულშემატკივრობ. მომიტევოს ყველა პატარა პარტიამ, სანამ აკრიფავს რომელიმე 2%-იანი პარტია, ამას ველოდო, როდესაც კარზე პუტინია მომდგარი?!
როცა ჩატარდა ეს არჩევნები, ნახეთ რა გამოჩნდა - მართლაც ჰქონდა ყოფილ თავმჯდომარეს თავისი 40%, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შემდეგ კიდევ გექნება იგივე, შენი ამომრჩეველი ლეგიტიმურობას სცემს პატივს და ის იმ იდეის ამომრჩევლად რჩება.
ამიტომ, ახლა უკვე ლეგიტიმურ თავმჯდომარეს უნდა აცადონ, რომ პარტია პარტიაში კი არ „იჩალიჩონ“ (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის), არა, ეს უხერხულია, რა დროს ეს არის? ამიტომ, ამომრჩეველი გიყურებს და გეუბნება - შენ რას შვრები აქ? ამიტომ, რომ ამბობენ, რომ მელიასაც ჰყავს მომხრეები, რას ჰქვია მომხრეები ჰყავს? ეს არის „პარტია პარტიაში“ მოძრაობა, ეს არასწორია. დღეს უნდა იღწვოდეს ყველა ერთად. ამიტომ დაიწყო იმ ახალმა თავმჯდომარემ გამოცვლა,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025