ლეგენდარული კალათბურთელი ბილ რასელი გარდაიცვალა
01/08/2022
09:53
სპორტი
A-
+A
კალათბურთის ლეგენდა და NBA-ის დიდების დარბაზის წევრი, ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
ბილ რასელს კარიერის საუკეთესო წლები „ბოსტონ სელტიკსში“ აქვს გატარებული, სადაც 13 წელი თამაშობდა, 12-ჯერ გავიდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში და 11-ჯერ გახდა ჩემპიონი, რაც NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
რასელმა კარიერა 1969 წელს დაასრულა, 1975 წელს კი ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის „ბოსტონ სელტიკსში“ (1966-1969), „სიეტლ სუპერსონიკსსა“ (1973-1977) და „საკრამენტო კინგსში“ (1987-1988) მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.
0
0
448
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%