
კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი, ფრანგული კინოს „ახალი ტალღის“ ნათლია, სამშაბათს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Liberation რეჟისორთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
გოდარი მსოფლიოს ყველაზე აღიარებულ რეჟისორთა სიაში საპატიო ადგილს იკავებდა. მისი პირველი ფილმი იყო „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ (1960), რომელშიც მთავარ როლს ჟან-პოლ ბელმონდო და ჯინ სებერგი ასრულებდნენ.
გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. ის ინსპირაცია იყო ისეთი რეჟისორებისა, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი და სხვები.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“, „ქალი ქალია“, „ზიზღი“.
0
0