
გამოცემა Le Monde-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსებმა უკანონოდ დაიწყეს რუმინული პასპორტების მიღება, კორუფციისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, რათა გვერდი აუარონ დასავლეთის სანქციებს და ევროკავშირის მოქალაქეები გახდნენ.
Le Monde-ს ცნობით, მასშტაბური სქემა დაფუძნებულია „რუმინული ფესვების“ გაყალბებაზე. რუსები იყენებენ რუმინეთში არსებულ რეპატრიაციის კანონს, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების საშუალებას იძლევა იმ ადამიანების შთამომავლებისთვის, რომლებიც 1918-1940 წლებში რუმინეთის სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (ტერიტორია რუმინეთის გარდა ასევე მოიცავდა თანამედროვე მოლდოვას, ოდესის ოლქის ნაწილებსა და ჩერნოვცის ოლქს).
გამოცემა წერს, რომ ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი არქივი განადგურდა, გარკვეული პირები ყალბ ნათესაურ კავშირებს იგონებენ. პოლიციისა და სასამართლო სისტემაში გამოცემის წყაროების ცნობით, რუსებმა ასევე გამოიყენეს ფრონტზე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია პასპორტების მისაღებად. მათივე თქმით, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელი ვირფუ კამპულუი ერთ-ერთი ასეთი სქემის ცენტრი გახდა. მისი მოსახლეობა ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა, 2011 წლის 3 420-დან 2021 წელს 7 000-მდე. 2024 წლის ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოავლინეს ქსელი, რომელშიც მოლდოვას, უკრაინისა და რუსეთის დაახლოებით 10 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.
გამოძიების თანახმად, ორი სამოქალაქო რეესტრის ოფისის თანამშრომლები ადგილობრივი მაცხოვრებლების თანამონაწილეობით გასცემდნენ ყალბ დოკუმენტებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ქრთამის სანაცვლოდ გაიცემოდა. აღნიშნული პირები პასპორტის მისაღებად 4 000-დან 7 000 ევრომდე თანხას ითხოვდნენ.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025