
საფრანგეთში საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს, 2026 წლის პოტენციური ომისთვის ამზადებენ. ფრანგული Le Figaro-ს ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს დაჭრილი სამხედროების მიღების მზადყოფნის მოთხოვნით, შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადაუგზავნა.
დოკუმენტების თანახმად, რეგიონული საავადმყოფოები მომავალი წლის მარტისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ. Le Figaro წერს, რომ პარიზის სცენარის მიხედვით, ჰოსპიტლებმა პირველ თვეებში საშუალოდ 10 000-დან 50 000-მდე ჯარისკაცის მიღება უნდა შეძლონ. სამედიცინო ცენტრების განლაგება კი სატრანსპორტო კვანძებთან-სადგურებთან, პორტებთან და აეროპორტებთან ახლოსაა დაგეგმილი.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთი მთავარ საფრთხედ, რუსეთის ნატოს ქვეყნებში შეჭრას განიხილავს.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025