
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული.
როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, სპეციალურად აარჩიეს განსხვავებული გარეგნობისა და არაქართული გვარის მქონე ადამიანი, რომ მისი დაცვა საზოგადოების მხრიდან რაც შეიძლება რთული იყოს.
„არსებობს კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც მიგანიშნებს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული პროცესზე, სადღაც ზემოთ და ყველანი როლის შემსრულებლები არიან.
ჩემი აზრით, ლაზარე სპეციალურად აარჩიეს. ადამიანი განსხვავებული გარეგნობით, არაქართული გვარით, რათა რაც შეიძლება რთული იყოს ამ ადამიანის დაცვა საზოგადოების მხრიდან.
იმ ხალხისთვის, რომლებიც სამართლიანობას მოითხოვენ: მე და ნიკას ათამდე ადამიანი გვირტყამდა, თუმცა დღემდე არც ერთი სპეცრაზმელი არათუ დაკავებული, არამედ დაკითხულიც კი არ არის, ამიტომ, სამართლიანობაზე აპელირება - ზღაპრებია“, - წერს ზურა ჯაფარიძე.
0
0