
ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი წაიკითხეთ, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე, მაგრამ აი მორიგი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.
„გამოიყენეს ეს ახალგაზრდა ანარქისტი, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელზე. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს ათასივე წავა ციხეში, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
0
0