
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ჩვენებას ერთი მოწმე - გამომძიებელი მისცემს. ამას გარდა, გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
0
0