-share.jpg)
მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო და 800 ლარით დააჯარიმა.
გრიგორიადისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით სამართალდამცველის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, ბექა გრიგორიადისს სამართალდამცველისთვის შეურაცხყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ მიუყენებია, სწორედ ამიტომ მოსამართლემ გრიგორიადისი აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, ის წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია.
შეგახსენებთ, 20 ივნისს გრიგორიადისის მამა პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა.
0
0
დღეს ღვთისმშობლობაა
21/09/2026