
“ლაზარეს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. გული მეკუმშება ისე ძალიან მიყვარს და მენატრება, ვამაყობ მისით”, - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე.
„ის საქმე ვერ მტკიცდება, ამიტომ ამოქექეს სხვა საქმე, რომელიც ორი წლის წინანდელია, რომლითაც დროს მოიგებენ. ლაზარე ამოიჩემეს და ასე უნდათ ერთი ბიჭის დასჯა, რომ მერე სხვებმა არ იაქტიურონ, უნდა ჩააქრონ ეს მზე ამ ბავშვებში.
ლაზარეს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. გული მეკუმშება ისე ძალიან მიყვარს და მენატრება, ვამაყობ მისით. მინდა ძლიერი იყოს, არ გატყდეს, გაუმკლავდეს ყველაფერს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- აცხადებს შაბათის ფორმულასთან ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე.
ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
პირველ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
0
0