ლავროვმა ზელენსკის უწონასწორო და აშშ-ზე დამოკიდებული უწოდა
22/02/2022
19:10
პოლიტიკა
A-
+A
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გააკრიტიკა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა 22 თებერვალს გაავრცელა.
”რაც მან თქვა, წავიკითხე. მისგან ყველაფრია მოსალოდნელი. ის უწონასწორო, არადამოუკიდებელი ადამიანია, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული თავის ამერიკელ კურატორებზე“, - განაცხადა ლავროვმა ტელეკომპანია «Россия-1»-თან ინტერვიუში.
ამის გარდა, რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადება შეაფასა, რომელიც უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობას ეხებოდა.მინისტრის თქმით, ამ განცხადებამ მისი გაოცება გამოიწვია.
„ამ განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოდის, რომ თუ უკრაინას მოუნდება, მაშინ მას ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება მიეცემა. ჩვენი დასავლელი კოლეგები ამგვარ რიტორიკულ «გამოხტომებს» მხოლოდ დაპირისპირების კონფრონტაციისთვის იყენებენ“, - აღნიშნა მან.
0
0
482
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%