
დსთ-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა „აეროფლოტს“ სანქციები უნდა მოხსნას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.
„ეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენას კი არ გამოიწვევს, არამედ უნდა იყოს „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი. ასეთი წინადადება ერ-რიადში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამართულ შეხვედრამდე გავაკეთეთ. ამერიკელებმა ეს მიიღეს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე საპასუხო ნაბიჯი. გუშინდელი შეხვედრა სტამბოლში დასრულდა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა ეს წინადადება გაიხსენეს. მართალი გითხრათ, უბრალოდ, ჯერ არ მქონია მათთან დაკავშირების საშუალება. შესაძლოა, მიღწეულია გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია დეტალები. მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე, რადგან [რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები] ნორმალურ დონემდე დაბრუნდეს“, - უპასუხა ლავროვმა შეკითხვას, მოჰყვება თუ არა ,,აეროფლოტზე’’ დაწესებული სანქციების მოხსნას საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025