
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
ხოშტარია თქმით, ლავროვის განცხადებების საფუძველი "ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომელიც ძირითადად დაკავებულია დასავლეთის, უკრაინის ლანძღვით.
"ჩვენ არავის გვიკვირს ლავროვის მხრიდან გაკეთებული არც არაადამიანური განცხადებები, არც ტერორისტული განცხადებები, არც ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი განცხადებები.
ეს ის სახელმწიფოა, ეს ის ხალხია, ვინც ცოცხლად წვავს ადამიანებს, ამიტომ გასაკვირი არა ლავროვის სიტყვებია, არამედ ყველაზე მეტად, რაც ალბათ, ყველას გულზე გვხვდება, გვაბრაზებს, ან გვაწუხებს არის ის, რომ ამ განცხადებების გაკეთების საფუძველი მათ მისცა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ამ ქვეყნის მთავრობაში მყოფი უმცირესობის, "ქართული ოცნების" პოლიტიკამ, რომელიც ძირითადად დაკავებული არის დასავლეთზე, უკრაინაზე თავდასხმით, დასავლეთის ელჩების ლანძღვით"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. სერგეი ლავროვის განცხადებით, პატივსაცემია საქართველოს შესაძლებლობა, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.
0
0