29/12/2022
12:24
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აღიარებს ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულას", როგორც მოლაპარაკებების საფუძველს.
მისივე განცხადებით, უკრაინის მიზანი - დასავლეთის დახმარებით აღმოსავლეთ უკრაინიდან და ყირიმიდან რუსული ჯარი განდევნოს - "ილუზიაა".
„ჩვენი წინადადებები [უკრაინის] რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის, შესაბამისად, რუსეთის უსაფრთხოების შესაძლო რისკის აღმოფხვრის (მათ შორის, ჩვენი ახალი მიწების) შესახებ მტრისთვის კარგად არის ცნობილი. მარტივია: შეასრულეთ ჩვენი პირობები თქვენს სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხს რუსული ჯარი გადაწყვეტს,“ - განაცხადა ლავროვმა.
როგორც ცნობილია, მილიონობით უკრაინელმა დატოვა თავისი ქვეყანა, ასევე მილიონობით - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო. მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის მოლაპარაკებებს არ გამართავს მანამ, სანამ ყველა რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას, ხოლო რუსეთი ამტკიცებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ არ მიაღწევს თავის მიზნებს.
0
0