
„მიმდინარე კვირაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მალიში ჩამოვა“, - განაცხადა მალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყების ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაძლიერების საერთო სურვილს უკავშირდება.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურად ეწვევა დასავლეთ აფრიკის ქვეყანას.
მალიში 2020 წელს მომხდარი გადატრიალების შედეგად ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავს, რომელსაც მოსკოვთან ურთიერთობის გაღრმავება სურს.
როგორც ცნობილია, მალი ჩართულია „ალ-ქაიდასთან“ და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ „ბოევიკებთან“ ბრძოლაში;
გასულ წელს კი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გააძლიეროს თანამშრომლობა ამ აფრიკულ ქვეყანასთან და დაეხმაროს მას „ბოევიკების“ განადგურებაში.
ამჟამად, სერგეი ლავროვი ბაღდადში (ერაყში) იმყოფება ქვეყნის მთავრობასთან ორმხრივი ურთიერთობებისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.
0
0