14/07/2023
09:52
მსოფლიო
ინდონეზიაში ASEAN-ის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრება.
“რია ნოვოსტის” ცნობით, შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი ერთნაირი, ადგილობრივი ტრადიციული სამოსით ესწრებიან.
ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) შეხვედრაზე ორგანიზატორებმა ისინი [ლავროვი და ბლინკენი] თითქმის ერთმანეთის გვერდით, ფილიპინების ლიდერისგან მარჯვნივ და მარცხნივ, ერთი ადამიანის გამოტოვებით დასვეს.
ვინაიდან ASEAN-ს წელს ინდონეზია თავმჯდომარეობს, ორგანიზატორებმა აირჩიეს ბატიკის პერანგები, რომლებიც დამზადებულია ხელით შეღებილი ქსოვილისგან. მასზე გამოსახულია ადგილობრივი ტრადიციული სამოსისთვის დამახასიათებელი რთული ორნამენტები.
ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ბლინკენისა და ლავროვის პირისპირ შეხვედრა.
0
0