
ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაფართოების იდეას, რადგან ეს შეესაბამება ყოვლისმომცველი ეროვნული თავდაცვის სისტემის იდეას. ამის შესახებ Delfi იუწყება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღების იდეას, თუმცა დასძინა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება დღეს და ხვალ.
მისი თქმით, ყველაზე რეალური თარიღი შეიძლება იყოს 2028 წელი, როდესაც ლატვია ლატვია დაგეგმავს 4000 ადამიანის გამოძახებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მანამდე სახელმწიფომ უნდა გააკეთოს გარკვეული მოსამზადებელი „საშინაო დავალება“, დაწყებული საჯარო განხილვით.
„საუბარია არა მხოლოდ კოალიციაზე, არამედ პოლიტიკურ პარტიებზე, პარლამენტზე და ზოგადად მთელ საზოგადოებაზე“, - აღნიშნა მან.
0
0