
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე არ საუბრობს დეტალებზე, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში განიხილება თუ არა ყულევის პორტის სანქცირება.
კითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოს პორტის საკითხი სანქციების მიმართულებით და მხარს დაუჭერს თუ არა სანქციებს, ბრაჟემ უპასუხა: „მე არ ვისაუბრებ დახურულ მოლაპარაკებებსა და მის თავისებურებებზე“.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ასევე კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში არსებულ ვითარებას, რაზეც ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ „საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ არჩევანს“.
„საქართველოში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ახლა არ ხდება“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
0
0