08/06/2025
12:06

ლატვიის მედიის ცნობით, ლატვიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნებიდან მიღებული ბიულეტენების შედეგების გამოცხადება ნაშუაღამევისთვის უნდა დაეწყო და დილისთვის დაესრულებინა, თუმცა კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ 28 279 ხმა ანუ 2,05% იქნა დათვლილი, რამაც, ლატვიური მედიის თქმით, ამომრჩეველთა აღშფოთება გამოიწვია. ისინი სოციალურ მედიაში აღნიშნავდნენ, რომ
ხმების დათვლის პროცედურის დაწყებისთანავე ცესკოს ვებსაიტზე ხარვეზები ფიქსირდებოდა, მაგალითად, მითითებული იყო საარჩევნო უბნების არასწორი რაოდენობა, ხოლო ხმის დათვლის პროცესის მიმდინარე მონაცემების ნახვა შეუძლებელი იყო.
პრობლემის მიზეზი ხმების დათვლის ავტომატური სისტემა გახდა. ტექნიკური პრობლემების გამო ბიულეტენების სკანირება არ ხერხდებოდა.
რიგის საარჩევნო კომისიამ არაერთხელ მოითხოვა ხმების ხელით დათვლის ნებართვა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასეთი ნებართვა არ გასცა, - განუცხადა მედიას რიგის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მარის ზვიედრისმა.
მისი თქმით, ხმების ხელით დათვლა უფრო სწრაფი იქნებოდა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების ხელით დათვლის შესახებ, თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ამ დროისთვის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ყუთები თავიდან დალუქული იყო, კომისიის წევრები კი სახლში იყვნენ წასულები. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური წერილი უბნებმა არა ერთდროულად, არამედ სხვადასხვა დროს მიიღეს. ნაწილი უბნების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია ცესკოს წერილის მიღებამდე, ჩატიდან გახდა ცნობილი.
ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის რიგაში ხმები დათვლილი იყო ხმები დათვლილია 164 საარჩევნო უბნიდან 149-ზე და დუმაში მანდატები ასე ნაწილდებოდა:
„ლატვია პირველ ყოვლისა“ - 18.24% (13 მანდატი);
„პროგრესულები“ - 16.4% (11 მანდატი);
„ეროვნული ალიანსი“ - 14% (10 მანდატი);
„ახალი ერთობა“ - 12,8% (9 მანდატი);
„სუვერენული ძალა“/„ახალგაზრდა ლატვიელები“ახალგაზრდები - 12.36% (8 მანდატი);
„სტაბილურობა!“ - 7% (5 მანდატი);
„გაერთიანებული სია“ - 6.23% (4 მანდატი).
„ლატვია პირველეს ყოვლისა“ პარტიის ლიდერმა, აინარს შლესერსმა, LTV-ის ეთერში განაცხადა, რომ მან არჩევნები მოიგო და მისი ოპოზიციაში შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა „ნებისმიერი კოალიციისთვის სასიკვდილო განაჩენი“ იქნებოდა. მან სხვებს სუსტი, ფრაგმენტული და იდეოლოგიურად წინააღმდეგობრივი კოალიციის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ლატვიაში მუნიციპალური არჩევნები გაიმართა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025