
ლატვიამ საქართველოს 55 მოქალაქე დაამატა არასასურველ პირთა სიას. ღრმად ვწუხვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკური კუთხით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, არტიომს უშულსკისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებობს პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
„არსებობენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან და ასევე ისინიც, ვინც იძულებული გახადეს, დაეტოვებინა ქვეყანა. დღეს შევეცდებით, ევროპელი პარტნიორებისგან რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ, რადგან მხოლოდ ერთიანმა, მტკიცე პოზიციამ შეიძლება, იმუშაოს. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია მათთან, თანამოაზრე ქვეყნების ჯგუფთან, რომელიც საკმაოდ დიდია და, იმედი გვაქვს, მეტი პარტნიორი შემოგვიერთდება ამ გზაზე. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ გვჭირდება მეტი ძალა, თუ გვსურს, გვქონდეს პროგრესი საქართველოში მმართველ პარტიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არტიომს უშულსკისმა.
0
0