28/03/2022
13:23
პოლიტიკა
„მეორე საკითხია ის, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით საწვავის ფასებთან მიმართებით და ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის მონაცემებს, დაახლოებით 15-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გრძელვადიანი სტრატეგია იყოს ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელიც საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ითვალისწინებს.
„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსის მოთხოვნები აქვს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს არის დაყენებულის საწვავის ფასებთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-სთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლებში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს - ესაა ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იყოს საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.
0
0