
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
„რაც შეეხება, თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, კი, ეს არჩევნები ქართველი ხალხის მოთხოვნით ჩატარდება, რომელსაც ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩაატარებენ ცესკოში და არა რეჟიმის წარმომადგენლები“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - თუ ვის ხედავს ის „ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, ფარულავამ ასე უპასუხა:
„ამას ძალიან მალე ნახავთ“.
ოპოზიციაში განხეთქილებაა. ამჯერად დაპირისპირება „ლელოს“ განცხადებას მოჰყვა. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ხელისუფლებასთან დიალოგზე ალაპარაკდა, პარალელურად კი, სხვები ულტიმატუმებს აყენებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიალოგს ხედავენ მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებისა და პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, მათ შორის ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს.
0
1