
ყველა კარგად ხვდება, რომ ვერ გადაიფარება „ოცნების“ სისტემური კორუფცია და ტერორი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს, ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევა, ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც მამუკა მდინარაძე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სისტემური კორუფციის გადაფარვას ცდილობს.
„„ოცნება“ წარსულის აჩრდილებით ცდილობს, საკუთარი სისტემური კორუფცია გადაფაროს. კი, სისტემური კორუფციაა, თბილისის საბავშვო ბაღებში პატარებისთვის მოპარული ულუფა, კორუფციული ვერტიკალები დადასტურდა და ამის გადასაფარად ცდილობენ ეს ტრიუკი დაგვიდგან. ამასობაში, ქმარს ცოლით აშანტაჟებენ და ამით პირდაპირ ამბობენ თავის სათქმელს, ნულოვანი ტოლერანტობა. ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა, არც სამართალი. ეს არის, საბჭოთა წითელი ტერორი და მისი პირდაპირი რესტავრაცია. თუმცა, ყველა კარგად ხვდება, რომ ამით ვერ გადაიფარება „ოცნების“ სისტემური კორუფცია და ტერორი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევა ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც მამუკა მდინარაძე. ასეთი გამოძიებები კარგი იქნება, თუ ჩატარდება ქიმიური მოწამვლის სკანდალზე, თბილისის საბავშვო ბაღებში პატარებისთვის მოპარულ ულუფაზე, კორუფციულ ვერტიკალზე. ჩვენ ამაზე წლები ვლაპარაკობდით, ამიტომ წარსულის აჩრდილები ახლა და ამ წუთას კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს კორუფციული დანაშაული. დასრულდება თუ არა ამ ქვეყანაში კორუფციული მმართველობა.
სამი თვის შემდეგ ნულოვანი ტოლერანტობა დააანონსეს და 25 დეკემბერს ცინიკურად მოაწყვეს ტერორი, ამ ტერორის დემონსტრაცია იყო რაც გუშინ ვიხილეთ, ქმარს ცოლით ვაშანტაჟებთო. სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და ყველა კორუმპირებული დაისჯება. ეს არის ფარსი და ტყუილი, როცა სამი თვის შემდეგ თვითონ გამოააშკარავეს საკუთარი სუს-ის უფროსის კორუფცია. გუნდში აქვთ პრობლემები, ეს არის გადაფარვის მცდელობა. წარსულის აჩრდილებით ვერ გადაიფარება აწმყო და მომავალი“, – განაცხადა ფარულავამ.
0
0