
ეს „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი უბედურებაა, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებას ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე.
„წლების განმავლობაში ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი და გავლენიანი პირი იყო. მას, როდესაც აშშ-ს მხრიდან სანქცია დაუწესდა, ნათია თურნავა და ეროვნული ბანკი გადაეფარა. „ქართული ოცნება“ ოთარ ფარცხალაძეს მტკიცედ იცავდა და ბოლოს, გვითხრეს, რომ ფარცხალაძე მკვლელი ყოფილა. ეს არის და ააშკარავებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომ კი, მათ გვერდით არიან მკვლელები, კორუმპირებულები და მათი პოლიტიკური ჯგუფი არის ფსკერზე“,- განაცხადა ფარულავამ.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.
0
0