
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, 5 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე გამოიკვეთება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც პარტიას მომავალი 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებენ.
მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში პარტია მოემზადება იმისთვის, რომ თავმჯდომარის არჩევნები და რეგიონული ლიდერების პრაიმერისი ჩაატაროს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ჰორიზონტალურ მმართველობაზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით 5 აგვისტოს ყრილობაზე დამტკიცდება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც პარტიას გაუწვენ ხელმძღვანელობას 6 თვის განმავლობაში. 6 თვე პარტია მოემზადება იმისთვის, რომ თავმჯდომარის შიდა არჩევნები ჩაატაროს და მათ შორის, რეგიონული ლიდერების პრაიმერისები. ჩვენ გვსურს, პარტია იყოს მეტად გახსნილი და ჩვენი ამომრჩეველი ჩართული იყოს პარტიის საქმიანობაში. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები პასუხისმგებლობას აიღებენ ამომრჩეველთან, გულშემატკივართან და პარტიის წევრებთან და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, ღია და გამჭვირვალე. სწორედ ამას ემსახურება ყრილობა, რომელიც ჩატარდება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
0
0