
საქართველოსთვის სომხეთი მნიშვნელოვანი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაც ამ ვიზიტს დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა რეგიონში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაა.
"მინდა, აღვნიშნო ის წარმატებული ვიზიტი, რომელიც გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის სომხეთი მნიშვნელოვანი მეზობელი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ვიზიტის დროს. რაც შეეხება რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, აღნიშნულზე თავისთავად იყო საუბარი, განსაკუთრებით ახლახან საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული შეხვედრის შემდგომ. მთავარი ამოცანაა რეგიონში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნა და ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც სამივე მხარისთვის იქნება საინტერესო. ასევე ამის გარშემო რეგიონული თანამშრომლობის პროცესის აწყობა, რამაც ზოგადად ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში თანამშრომლობის და განვითარების ატმოსფეროს შექმნას“, - განაცხადა დარსალიამ.
0
0