
საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს, 15 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს ლაშა ცანავას აკავებენ.
მისივე თქმით, “ცანავას დაკავება სამშობლოში ვერ დააბრუნებს ასი ათასობით იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვერ შექმნის სამუშო ადგილებს, ვერ დაწევს ფასებს“.
“დღეს, 2009 წელთან დაკავშირებული აბსურდული ბრალდებით აკავებენ ლაშა ცანავას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს და შესაბამისად, პარლამენტის თანამშრომელს.
15 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდებით ადამიანის დაკავება ნამდვილად ვერ დააბრუნებს დღეს სამშობლოში ასი ათასობით იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვერ შექმნის სამუშო ადგილებს, ვერ დაწევს ფასებს. ეს უკანონობა ვერ დააკანონებს ივანიშვილის ჩინოვნიკების კორუფციას და ეს უსამართლობა ვერ გაამართლებს იმას, რომ ივანიშვილის კლანები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.
ივანიშვილის პარტიის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება პოლარიზაციით, ადამიანების დაპირისპირებით. ჩვენი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების შეცვლა - ჩვენს ქვეყანაშიც ცვლილებების მოტანა ერთიანობით, სიმშვიდით და სიმტკიცით.
რამდენიმე თვის წინ, საქართველომ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის ძალისხმევით და ერთიანობით, რაც მნიშვნელოვან წილად მოიტანა მათ შორის მარტის აქციებმა, რის შედეგადაც ჩავარდა რუსული კანონი, რომლის რეინიცირებას ახლა ივანიშვილის პარტია ცდილობს. რამდენიმე კვირის წინ საქართველომ ასევე მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ჩვენი ეროვნული ნაკრების დამსახურებით და გავიდა ევროპულ ასპარეზზე. ამ გამარჯვებებს ივანიშვილი ვერ წაართმევს ქართველ ხალხს, ვერც უკანონო დაკავებებით და ვერც რუსული კანონის რეინიცირებით, რომელიც ქართველ ხალხს არ დაავიწყებს მათ მთავარ ჩავარდნას და ეს არის ეკონომიკური ჩავარდნა რამაც გამოიწვია იძულებით ემიგრაციაში ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის წასვლა.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0