ლაშა ბექაური ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
03/12/2022
12:22
სპორტი
A-
+A
ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაური (90კგ) გადავიდა.
ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ტურნირი კარგად ჩაატარა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი მაშუ ბეიკერი გაფრთხილებებით დაამარცხა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი ოთხი ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და ნინო გულბანი (70 კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ და ტოკიოს გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულეს.
4 დეკემბერს ტოკიოს ტურნირზე ერთი ქართველი ძიუდოისტი – მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს.
0
0
377
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%