
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს.
ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა.
ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება.
ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.
ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026