
რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.
„მიმდინარეობს ხუთი მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. წელს უკვე ხუთი ახალი მატარებელი დაგვემატება. ყველა სარკინიგზო რეისი ახალი თანამედროვე მატარებლებით შესრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას მივაღწევთ უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ამავდროულად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა ელმავლების შესაძენად.
„გვეყოლება ახალი, თანამედროვე ელმავლები. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას. გადაზიდვებს გახდის უფრო სწრაფს და ეფექტიანს, რომელიც გაზრდის შემოსავლებს კომპანიაში და რაც დააფინანსებს ახალ პროექტებს“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
0
0