
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორებთან, ასევე ისრაელის ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და აეროპორტების ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო.
„ისრაელი, სლოვაკეთის მსგავსად, გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. არ არსებობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის გამართლება და არ არსებობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამართლება. ისრაელი მედიაციის პროცესში დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა შეწყდეს ცეცხლი და აღდგეს მშვიდობა. ვმუშაობთ ჩვენს უდიდეს მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპელ მეგობრებთან ერთად, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ტრაგედიის გაგრძელება“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0