24/02/2026
16:44

„ორივე ტელეარხი, რა თქმა უნდა, არის პროპაგანდისტული. ასეთი პირდაპირ ფრაზები რომ ვინმეს ეთქვას, რაზეც საუბარია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, შეიძლება არ იყო, მაგრამ მთლიანობაში, ბრალდება თუ ფაქტი, აღსანიშნავია, რადგან ყოველთვის მიდის ამაზე ორივე არხზე საუბარი კერძო თუ საავტორო გადაცემებშიც. ხელისუფლების პოლიტიკაც სწორედ ასეთია. „- განაცხადა რადიო "სივრცის" ეთერში, ანლიტიკოსმა ვახტანგ ძბირაძემ .
მისი თქმით, ორივე ტელეარხზე ისმის, რომ ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა.
„ლაპარაკი იმაზე, რომ ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა, ორივე ტელეარხზე გამიგონია, ეს არის მთელი ამ ტელევიზიების საფუძველი უკრაინასთან მიმართებაში. ნებისმიერი თემა, უკრაინისადმი მიძღვნილი, ნახავთ რომ საუბრობენ- დაიღუპა უკრაინა და დაინგრა. კი, ფაქტია, რომ იქ ცუდი მდგომარეობაა... უნდა ვისაუბროთ, მაგრამ გააჩნია როგორ საუბრობ, რა ტონალობაში საუბრობ და ქვეტექსტად რა მოყვება ამას. ფაქტიურად ამართლებ, თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია. ხელისუფლების სიჩუმეც და განცხადებებიც ამაზე მიუთითებს.“ - განაცხადა ვახტანგ ძბირაძემ რადიო "სივრცეში".
0
0