
პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გუშინ ბიძინა ივანიშვილის თუთიყუშებთან ერთად გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
გოცირიძის თქმით, ივანიშვილს უნდა, ხალხმა იფიქროს, რომ მას შეხება არ აქვს საქართველოში არსებულ დღევანდელ რეალობასთან.
„ივანიშვილის ოჯახის მიერ თუთიყუშების გარემოცვაში მისი ვიდეოს გამოქვეყნების ეფექტი სულაც არ იყო ის, რომ გვეფიქრა, გაუფრენია ამ კაცსო. პირიქით, ამის მიზანი იყო გვეფიქრა, რომ ეს კაცი მოწყვეტილია გარესამყაროს, მხოლოდ ხეები, ჩიტები და ცხოველები აინტერესებს. რა ოლიგარქი, რისი არაფორმალური მართვა, მისი მობილური ტელეფონიც კი არ იცის არც ღარიბაშვილმა, არც კობახიძემ და მით უმეტეს, არც ხუნდაძე-მათიკაშვილმა ერთად აღებულმა. სიმართლე გითხრათ, ლამის დავიჯერე, სანამ ერთი თუთიყუში თავზე არ დააფრინდა. აქ კი მივხვდი, რომ დადგმული სცენა იყო. მეც გამიკეთებია მასე ამსტერდამში, ცენტრალურ მოედანზე. ბავშვს თავზე მზესუმზირა დავაყარე და დაესივნენ მტრედები. მაგარი ფოტო გამოვიდა“ , – წერს გოცირიძე.
0
0