
პირველად ინდური მაჩვზღარბა (hystrix indica) ფოტომახის ობიექტივში 2023 წლის 19 აპრილს ხვდება. სავარაუდოდ მის ვიზიტს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე „დაზვერვითი“ ხასიათი აქვს, თუმცა ზუსტი პასუხი მიმდინარე მონიტორინგის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
2000-იანების დასაწყისში მაჩვზღარბა აზერბაიჯანიდან შემოდის საქართველოში და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ირჩევს. დღეს კი მისი ნახვა, როგორც ქართლისა და კახეთის დაბლობებში, ასევე დაბალმთიან ზონაში ხდება შესაძლებელი.
მაჩვზღარბა - ხმელეთის ცხოველია და მღრღნელებს მიეკუთვნება. გავრცელების არეალად აფრიკა, სამხრეთ ევროპა, წინა, შუა და სამხრეთ აზია სახელდება. ბინადრობს უდაბნოებში, სავანებში, ტყეებში. მისი სხეულის სიგრძე 60-83 სმ-ს. წონა კი 13-27კგ-ს. აღწევს. მაჩვზღარბას მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი გრძელი ნემსებია, რომლითაც თითქმის მთელი სხეული აქვს დაფარული. მათგან უფრო მკვრივი ნემსები სხეულის გვერდებს და ზურგის ნაწილს გასდევს, რომელთა სიგრძეც დაახლოებით 35 სმ-ია. მაჩვზღარბა მონოგამიური ცხოველია.
გასულ წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მაჩვზღარბა ემსხვერპლა.
წყარო - “ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები”
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026