24/09/2024
12:46
არჩევნები 2024
ლაგაზიძე და გიგაური წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის მოთხოვნები უნდა შესრულდეს.
„ლაგაზიძე, გიგაური პირდაპირ იბრძოდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოეტანათ და გამჭვირვალობის წინააღმდეგ გაელაშქრათ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იზამენ, როგორმე გამჭვირვალობას გაექცნენ და ანგარიში არ წარადგინონ. ეს ადამიანები წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. კანონის მოთხოვნები უნდა შესრულდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
0
0