
რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის:
“ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის”, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიცია ემზადება ცხელი და დატვირთული მაისისთვის, სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც.
სადღობელაშვილის თქმით, 26 მაისს დაანონსებულ ოპოზიციის აქციაზე, უნდა ველოდოთ, რომ მათი გეგმა იქნება “მსხვერპლი”, რამაც უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი რევოლუციისათვის.
“2016 წლის შემდეგ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთ გაერთიანებაში არ ყოფილან.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 2017-ში მოხდა გაყოფა, ბოკერია გამოვიდა ნაცმოძიდან და შექმნა “ევროპული საქართველო”, შევიდა პარლამენტში (სააკაშვილის ნაცმოძისგან განსხვავებით) და გამოცხადდა საპარლამენტო მთავარ ოპოზიციურ ძალად…
რას ნიშნავს მათი “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა?
- პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის — ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია.
- უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის:
“ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის”. ეს არის სიგნალი იმ დასავლეთისთვის რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, ეს არის დასავლური პატრონების - დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის “კნავილი” - “აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!
“ოპოზიციური ალიანსის” გააქტიურების კვალდაკვალ ციხიდან აქტიურდება სააკაშვილიც, რომლის წერილების ქვეტექსტშიდაც ნათლად იკითხება, მისი ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადების დაუოკებელი სურვილი და სააკაშვილი პრაქტიკულად აცხადებს მზაობას ამაში სოლიდური თანხაც გადაიხადოს (თანხის წარმომავლობაზე მე ნაწილობრივ ვისაუბრე წინა პოსტში სადაც ვახსენე ბნი თემურ ალასანია და სამომავლოდ უფრო კონკრეტულად ჩავშლი) … მეტიც პირდაპირ სცენარზედაც საუბრობს - “ქართული რევოლიციური გზა…”
იქ სადაც ბოკერიაა საქმეში არ არსებობს “ალიანსმა” დაუშვას 4 ოქტომბრის შეცდომა და დათქვას რევოლიუციის დღე! თუმცა ყველა კარგად ხვდება რომ საუბარია 26 მაისზე! საუბარია ცხელ და მაქსიმალურად დატვირთულ მაისზე! სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც… ემზადებიან!
- აქვე პატარა პარალელი მინდა გავავლი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და საზოგადოება გავაფრთხილო რომ სააკაშვილი და მის უკან მყოფი КГБ-ს ოფიცრები ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის “გივი თარგამაძისეული აფეთქების სცენარისთვისაც”, მართალია ბნი გივი ცოცხალი თავით არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა რომ მისი აფეთქება სააკაშვილმა დაუკვეთა უკრაინიდან და ცდილობს “ოცნება” დაადანაშაულოს არ შემდგარ ტერაქტში, თუმცა ჩემო გივი ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ შენ სააკაშვილმა გაგწირა და ახლაც ეცდება ეგ სულიერად ავადმყოფი, რომ შემდეგი მსხვერპლი იპოვოს სიტუაციის მაქსიმალურად დასაძაბვად!
და მაინც რას უნდა ველოდოთ 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ?
* დიდი შეკრება თბილისში (რეგიონების მობილიზება)
* ანტისახელისუფლებო გზავნილები
* ერთობის დემონსტრირება
* პერმანენტული წერტილოვანი მინი აქციები მუხტის და ტემპერატურის ასაწევად
* საერთო მოთხოვნები ( პრემიერის გადადგომა,რიგგარეშე არჩევნები და ა.შ.)
* სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლა
* მიმართვები დასავლეთს, პოლიტიკური “მანიფესტი”
* კრიტიკული მასა + ელიტების გახლეჩა + უსაფრთხოების სისტემის რღვევა
და რაც მთავარია “მსხვერპლი” - ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი…
- ცხელი მაისი გველის (26 მაისი)” - წერს ლადო სადღობელაშვილი.
0
0