
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები სიახლეს არ წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნულ მავნებლურ ქმედებას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, რასთან დაკავშირებითაც ის ვრცლად საუბრობს საკუთარ პოსტში.
მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა “შერიგების პროცესის საბოტაჟი.”
„- ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე.
- როდესაც საუბარია ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ნდობის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ თუ ეკონომიკურ ხიდებზე, ოპოზიციური აგენტურა და მათი აქტივისტები მხოლოდ სიძულვილსა და ბზარის გაღრმავებას თესავენ.
- ეს ტენდენცია ახალი არ არის… ამ მავნებლურ მიდგომას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა. გახსოვთ ალბათ, როგორ აჟღერებდა თინა ხიდაშელი იდეას, რომ NATO-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე „ერთადერთი პრაგმატული გზაა”, იგი ამბობდა ვციტირებ “… აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე – ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა“. ანუ პირდაპირ გვთავაზობდნენ აფხაზეთზე დროებით თუ სამუდამოდ უარის თქმას და ტერიტორიების გარეშე „დასავლურ გაერთიანებებში“ სვლას. საბედნიეროდ მე იმ დროს ამ ანტიეროვნული “იდეის” მხარდამჭერი ქართველი არ მინახავს, თუმცა ახლა 12 წლის თავზე ასეთებიც გამოჩნდნენ! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ ენგურს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას , იქნება ეს ელექტროენერგია, უფასო ჯანდაცვის პროგრამები თუ კრიზისის დროს საწვავის მიწოდება, ოპოზიციური აქტივისტები ისტერიკას აწყობენ. სოციალურ ქსელებში პირდაპირ გვესმის რადიკალებისგან მოწოდებები, თითქოს უკრაინულმა დრონებმა საწვავმზიდები უნდა დაბომბონ და ნებისმიერი ჰუმანიტარული თუ ბიზნესნაბიჯი „ოკუპანტის დახმარებად“ გამოაცხადონ.
- რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად რომან გოცირიძე, ყოველგვარ ჰუმანიტარულ და შერიგების მცდელობას „კანონდარღვევად“ და „სანქციების გვერდის ავლად“ აფასებს.
- ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ბზარი უფრო გაღრმავდეს. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის გამთლიანება – მათთვის მთავარია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დივიდენდები და დონორების დავალებების შესრულება.
- საქართველოს გამთლიანება გადის მხოლოდ და მხოლოდ ნდობის აღდგენასა და ზრუნვაზე, და არა მტრობის გაღვივებაზე!
Ps ისე კარგი იქნება თუ მოვისმენდით აგონიაში მყოფი ოპოზიციისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გზას-გეგმას! თუ რა თქმა უნდა დაბრუნების სურვილი აქვთ…”, - წერს სადღობელაშვილი.
0
0