10/04/2023
08:51
პოლიტიკა
ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა გუშინ სიტყვით მიმართა პარლამენტთან, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით გამართულ აქციაზე შეკრებილებს:
"ლაზარე მართალი კაცია, ამას ყველას წინაშე ვიძახი. როგორც ვიცით, თმები გადაარსეს ბავშვს... უბრალოდ მითხარით დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ?! მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს, ხალხო?! რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს, იმიტომ რომ ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია. მე ლაზარეს ვიცნობ, მაგრამ მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს, ხომ ხედავთ როგორ ასამართლებენ?!
ძალიან გთხოვთ დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვენოთ იქით, საითაც არის ევროპა და არა რუსეთის უკანა ბოსტან-ბაღები“. - თქვა ბექა გრიგორიდისმა.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, მას 7-8 მარტს გამართულ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებიან.
რაც შეეხება პარლამენტთან გუშინ გამართულ “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო, მათგან ერთ-ერთი ლაზარე გრიგორიდისის გათავისუფლება იყო.
0
0