მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად ტვინში თეთრი ნივთიერების დონე მცირდება, სიღარიბეში ცხოვრება, როგორც ჩანს, აჩქარებს პროცესს. ამას მოწმობს ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში JNeurosci.
კვლევაში მონაწილეობდა 50-დან 91 წლამდე ასაკის 751 ადამიანი. იგი ჩაატარა შვეიცარიაში, ლოზანისა და ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა.
ისეთი ფაქტორების კონტროლის შემდეგ, როგორიცაა ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის ზოგიერთი ძირითადი პრობლემა, კვლევამ აჩვენა, რომ ღარიბი ოჯახების მაცხოვრებლებს ჰქონდათ ტვინში თეთრი ნივთიერების დაბერების უფრო მეტი ნიშნები სკანირების დროს და კოგნიტურ ტესტებში უფრო დაბალი ქულა ჰქონდათ, ვიდრე მდიდარ ოჯახებში მცხოვრებლებს.
სიღარიბეში ცხოვრება ან, როგორც მკვლევარები აცხადებენ, „ქრონიკულ სოციალურ-ეკონომიკურ არახელსაყრელ მდგომარეობაში“ ყოფნა - დიდი ხანია ასოცირდება ცუდ ჯანმრთელობასთან და კოგნიტურ დაქვეითებასთან.
მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებში, თავის ტვინში თეთრი ნივთიერების დაბერების მარკერები არ ახდენდნენ უარყოფით გავლენას კოგნიტურ ფუნქციაზე.
როგორც ჩანს, მეტი ფულის ქონა ერთგვარი ბუფერია კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ.
0
0