-share.jpg)
როდის შეძლებენ სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას, კონკრეტული დრო უცნობია. სუდანში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა.
ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები, უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. კომპანიებში - „ჯეო სქაისა“ და „მაივეი ეარლაინსში“, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს 50-მდე მოქალაქე უზრუნველყოფილია საკვებითა და სასმელი წყლით.
ახლა ყველა ელოდება სუდანში სიტუაციის დასტაბილურებას, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას, რომ გაიხსნას უსაფრთხო დერეფანი და მოხდეს საქართველოს მოქალაეების ევაკუაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად.
დიპლომატიური უწყება მოუწოდებს სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. ამ ეტაპზე ქვეყანაში გადაკეტილია გზები და შეზღუდულია ყველა სახის მოძრაობა.
0
0