
ცნობილი ბრიტანელი პროდიუსერი, არაერთი წარმატებული ტელეშოუს შემქმნელი და მულტიმილიონერი საიმონ ქოუელი ამბობს, რომ 5-დღიანი სამუშაოა კვირა "უაზრობაა". ქოუელი, რომელიც ისეთი მეგაშოუების უკან დგას, როგორებიცაა X ფაქტორი და ნიჭიერი, აცხადებს, რომ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად პარასკეობით აღარ მუშაობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
64 წლის პროდიუსერი იმასაც აღნიშნავს, რომ წინათ "ვორკაჰოლიკი" გახლდათ და დღეში 20 საათიც უმუშავია. თუმცა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მისი დამოკიდებულება შეიცვალა.
„ვფიქრობ, კვირაში 5 დღე არავინ არ უნდა მუშაობდეს, ეს უაზრობაა", - აცხადებს ქოუელი, - „ნუ იმუშავებთ პარასკეობით, რადგან ეს არ გჭირდებათ. ხუთ საათზე სადილი მიირთვით, ექვსის ნახევრის შემდეგ კი სატელეფონო ზარებს ნუღარ უპასუხებთ და ნუღარც მეილებს წაიკითხავთ. მხიარულ ფილმს უყურეთ ან გარეთ გადით".
0
0