
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის უეფა-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ორმა ანალიტიკურმა პორტალმა – Whoscored-მა და Sofascore-მა. პირველმა ფრანგული გრანდის ქართველ ვარსკვლავს 8.8 ქულა დაუწერა, მეორემ – 8,7 ქულა და ორივემ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილას“ 49-ე წუთზე გამორჩეული სილამაზის გოლი გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა, საბოლოოდ კი ფრანგებმა 3:1 მოიგეს.
ქართველის თამაშს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასე გამოეხმაურა: „ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა, თან მშვენიერი გოლი“.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025