სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთრ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.
მეორე ტაიმში “ნაპოლის” მწვრთნელმა კალცონამ ტრავმირებული რაჰმანი ესტეგორით, ხოლო ტრაორე და პოლიტანო ზილენსკით და რასპადორით შეცვალა.
81-ე წუთზე კი „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, ფედერიკო კიეზამ საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.
86-ე წუთზე საჯარიმოში ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თუმცა ვიქტორის დარტყმული მეკარემ მოიგერია. დამატებაზე კი რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
90+3-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი შევიდა და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ისევ სძლია "იუვეს", ანგარიშით, 2:1.
„ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
თამაში "დიეგო მარადონაზე" გაიმართა.
0
0
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
17/02/2026