03/11/2024
18:26
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა და „ატალანტასთან“ 0:3 დამარცხდა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართული მე-11 ტურის შეხვედრამდე საგანგებო ჯილდო გადასცეს „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, რომელმაც იტალიური კლუბის ცისფერ მაისურით უკვე 100 მატჩი ჩაატარა.
ევროპის ლიგის გამარჯვებულთან პირველი ტაიმი მასპინძლებისთვის კატასტროფული გამოდგა. შარლ დე კეტელარეს გადაცემით ადემოლა ლუკმენმა მე-10 წუთზე ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „ატალანტას“ უპირატესობა გაზარდა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის ბოლოს შეეცადა თამაშის გამწვავებას, ეს რამდენიმეჯერ მოახერხა, მაგრამ სტუმართა დაცვა საიმედოდ თამაშობდა და რეალური საგოლე მომენტის შექმნა ქართველმა შემტევმა ვერ შეძლო, 71-ე წუთზე კი დავიდ ნერეშმა შეცვალა. საბოლოო ანგარიში ამის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, მატეო რეტეგიმ 90+3-ე წუთზე დააფიქსირა.
„ნაპოლიმ“ სერია A-ში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, თუმცა, 25 ქულით კვლავ ლიდერია. „ატალანტამ“ (22) კი ლიდერთან სხვაობა შეამცირა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.
0
0
თსუ-ს ეზოში სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ
22/11/2024